1.
პროექტის სახელწოდება: სულხან-საბა ორბელიანი
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სულხან-საბა ორბელიანი, როგორც მე-18 ს. დიდი მეიგავე;
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეების მიერ წინა კლასებში მიღებული ცოდნა იგავ-არაკების ჟანრში, კიდევ უფრო გაღრმავდება, ბევრ იგავ-არაკს გაეცნობიან;
4.
პროექტის მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა კარგად შეძლონ იგავის დედააზრის სწორად გააზრება და მათთვის სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავება;
5.
მონაწილეთა ასაკი: მე-4 კლასი;
6.
ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე;
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ საჭირო მასალის ძიების უნარ-ჩვევები, ისწავლიან ბიბლიოთეკაში მუშაობას, კომპიუტერში მასალის მოძიებას, შეიტყობენ უამრავ საინტერესოს სულხან- საბას ბიოგრაფიიდან, მის საერო და სასულიერო ცხოვრებიდან, მის უდიდეს დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე, მასზე როგორც პოლიტიკოსზე. გაიგებენ მის უდიდეს ღვაწლზე იგავ-არაკის ჟანრის განვითარებაში;
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, სლაიდები, სურათები.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): დასაწყისში ვისაუბრებ მე-18ს. საქართველოს ისტორიულ ვითარებაზე, მოვუყვები სამეფო კარის ცხოვრებაზე, შემდეგ დავუკავშირებ ამას ორბელიანების ოჯახს და მათ ადგილზე სამეფო კარზე და შემდეგ გადავალ სულხან-საბას ბავშვობაზე. მივიტან გონებრივ იერიშს სულხან-საბას იგავ-არაკების შეხსენებით და გამოვიწვევ მოსწავლეების ინტერესს მისი შემოქმედების მიმართ. მოსწავლეების ინიციატივით შევარჩევთ სამუშაო თემას და ვაყალიბებთ შეკითხვებს თემის ირგვლივ. მათთან ერთად გადავწყვეტ, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად უმჯობესი იქნება დაიყოს კლასი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცეს განსაზღვრული დავალება. დავყავი ხუთ ჯგუფად:
1 ჯგუფი - მე-18 ს. საქართველო-ისტორიიდან -პოლიტიკური ცხოვრება. ეს ჯგუფი მოიძიებს მასალას საქართველოს სამეფო კარის ცხოვრებაზე, პოლიტიკურ ვითარებაზე და ორბელიანების როლზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2 ჯგუფი- სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია.მოსწავლეები ეცნობიან მის ბიოგრაფიას ენციკლოპედიებში, კომპიუტერის დახმარებით დაამატებენ განსხვავებულ მასალას, გამოიყენებენ მასალებს "დიდი ადამიანების ცხოვრებიდან", შემდეგ შეაჯერებენ ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებულ მასალას ერთმანეთთან. გაამდიდრებენ სლაიდებით და შექმნიან მწერლის ბიოგრაფიაზე გაზეთს .
3 ჯგუფი- იგავ-არაკების კრებული "სიბრძნე სიცრუისა"- შერჩევა საკუთარი გემოვნებით. ეს ჯგუფი ერთმანეთთან შეთანხმებით შეარჩევს იგავ-არაკებს, არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, შეიძლება დააჯგუფონ თემატურად და შემდეგ გაცხრილონ რაოდენობა (ესეც მათ სურვილზე და გემოვნებაზეა).
4 ჯგუფი -პლაკატის მომზადება- ამ ჯგუფში გაერთიანდებიან მხატვრის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. შეიძლება მწერლის პორტრეტის დახატვა და იგავ-არაკების გმირების განთავსება, ან მოქმედი გმირები იგავებიდან, თავიანთი გემოვნებით შეირჩევა.
5 ჯგუფი- მხატვრული კითხვა, როლებად განაწილება. ჯგუფი დაკომპლექტდება მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებით,კარგი დეკლამატორებით. ისინი გაითამაშებენ რამდენიმე იგავ-არაკს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის მომზადების დროს მჭიდრო კავშირი გვაქვს საქართველოს ისტორიასთან, ხელოვნებასთან.

11. პროექტის
ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია გელაშვილი
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა; mziagelashvili2013@gmail.com
13. პროექტის
ვებ-გვერდი /ბლოგი; mziagelashvili.blogspot.com